ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდება

შეზღუდვების დაწესების მიზეზი ქუთაისში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე–ქუთაისი–სამტრედიის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე 5 სექტემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქუთაისში დაგეგმილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან მესხის ქუჩამდე (13+530 კმ – 14+900 კმ მონაკვეთი).
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის და გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.