თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში 50 ათასს გადააჭარბა, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებში.
31 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 50.496 შემთხვევა დაფიქსირდა (ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 5.139 კაცი იყო). დაავადებით გარდაცვლილია 16 პაციენტი.
ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია აშშ-ში (17.994), ესპანეთში (6.543), ბრაზილიაში (4.693), საფრანგეთში (3.547), გერმანიაში (3.467), დიდ ბრიტანეთში (3.413), პერუში (1.463), კანადაში (1.228), ნიდერლანდსა (1.160) და პორტუგალიაში (846).
მაიმუნის ყვავილი ვირუსული დაავადებაა, რომლის სიმპტომებიც ნატურალური ყვავილისას ჰგავს და ვლინდება: ცხელებით, კუნთების ტკივილით, გამონაყარითა და ქავილით. დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება სახეზე, შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე — ჩნდება ჩირქოვანი ბუშტუკები. მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება, მაგრამ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ბავშვებსა და ორსულებს დაავადება უფრო რთულად გადააქვთ.
ივლისში ჯანმომ მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამჟამად ამ დაავადების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ვაქცინაა დამტკიცებული აშშ-სა და ევროკავშირში — Bavarian Nordic-ის პრეპარატი Imvanex.
წყარო: WHO