ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია

ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. ხანძრის ქრობის პროცესში ასევე უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ხანძრის გაჩენის მიზეზი და გავრცელების არეალი ამ დროისათვის უცნობია.