კამილა მორონესთან განშორების შემდეგ ლეონარდო დი კაპრიო ახლა 22 წლის რუს მოდელს მარია ბერეგოვას ხვდება. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.
გამოცემის ცნობით, მოდელი ლეოსთან ერთად სენ-ტროპეზე, წვეულებაზე გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ გოგონა ქმარს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა, საფრანგეთისკენ გაეშურა და ქალიშვილობის გვარიც დაიბრუნა.
მასმედიაში გავრცელდა დიაგრამა, საიდანაც ვიგებთ, რომ მსახიობი 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება. ინტერნეტ-სივრცეში ლეოს სტატისტიკას უკვე შეარქვეს „კლუბი 25“.
47 წლის დი კაპრიოს პირადი ცხოვრება მართლაც მრავალფეროვანია. მისი რომანები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ლამაზმანებს უკავშირდება, მათ შორის არიან: ნაომი კემპბელი, ალისია სილვერსტოუნი, მერაია კერი, პერის ჰილტონი, ბარ რაფაელი, ჟიზელ ბუნდჰენი, კამილა მორონე და ა.შ.