ყვითელი ამბები

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა თაფლობის თვე ჯორჯ კლუნის ვილაში გაატარეს - ფოტოები

Sputnik
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის იტალიური თაფლობის თვე დასრულდა. პაპარაცებმა ვარსკვლავები კერძო თვითმფრინავში ასვლამდე შენიშნეს.
მანამდე ახალდაქორწინებულებმა კომოს ტბის სანაპიროზე, ჩერნობიოში მდებარე რესტორან Il Gatto Nero-ში ისადილეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბენმა თავად გადაუღო ჯენიფერს ფოტო ოჯახის არქივისთვის. ფოტოზე მომღერალი მას ნიშნობის ბეჭედს უჩვენებს. თაფლობის თვის განმავლობაში ბენი და ჯენიფერი კომოს ტბაზე ჯორჯ და ამალ კლუნების ცნობილ ვილაში იყვნენ. წყვილმა თითქმის ერთი კვირა გაატარა იტალიაში.
წყვილმა ევროპული მოგზაურობა მეორე საქორწინო ცერემონიის შემდეგ დაგეგმა, რომელიც 20 აგვისტოს ჯორჯიაში, აფლეკის სამკვიდროში გაიმართა. ცერემონიას 135 სტუმარი დაესწრო, ჯეი ლომ ზეიმის დროს სამი საქორწინო კაბის გამოცვლა მოახერხა.