მსოფლიო დღეს

ანომალიური ზომის სეტყვამ 1,5 წლის ბავშვი იმსხვერპლა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ ლა-ბისბალ-დ’ემპორდაში (ჟირონა) სამშაბათს, 30 აგვისტოს ანომალიური სეტყვა მოვიდა, რამაც წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა, იუწყება Elmundo.
გამოცემის ინფორმაციით, ეს სეტყვის გამო ევროპაში ადამიანის დაღუპვის პირველი შემთხვევაა 1997 წლის შემდეგ.
როგორც ჟირონას საკრებულოში განმარტეს, გარდაცვლილ გოგონას სეტყვის უზარმაზარი მარცვალი თავში მოხვდა. ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის 31 აგვისტოს დილით გარდაიცვალა.
აღინიშნება, რომ ყინულის თითოეული ბურთულის დიამეტრი 10 სმ-ზე მეტი იყო. ძლიერმა სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა სატრანსპორტო საშუალებები, შენობების სახურავები და ქალაქში განთავსებული ურბანული ავეჯი.
რეგიონის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ასეთი დიდი ზომის ყინულის ბურთულები პირველად დაფიქსირდა კატალონიაში 2002 წელს მოსული სეტყვის შემდეგ.
წყარო: Elmundo