ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას გაუძღვება. შესაბამისი ანონსი ახლახან გამოქვეყნდა გადაცემა „ოჯახობანას“ ახალ გვერდზე.
ახალ ანონსში მსახიობი და ტელეწამყვანი ჩვეულ ამპლუაშია – მღერის და ცეკვავს.
სოლოღაშვილი ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და რეჟისორია. იყო გადაცემა „სხვა შუადღისა“ და პროექტ „არ გაჩერდეს“ წამყვანი. მონაწილეობდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.