აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში ცეცხლი ბალახს და ხეებს უკიდია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.