თბილისში „ევრობასკეტი-2022“-ის გახსნის გრანდიოზული ცერემონია გაიმართება

„ევრობასკეტი“ საქართველოში წელს პირველად გაიმართება და მისი მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენის – „ევრობასკეტი-2022“-ის გახსნის ცერემონია რიყის პარკში ოთხშაბათს, 21:30 საათზე გაიმართება.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი 1 სექტემბერს ერთდროულად სტარტს აიღებს ევროპის ოთხ ქალაქში – კიოლნში, პრაღაში, მილანსა და თბილისში.
„ევრობასკეტის" გახსნის ცერემონია სპეციალური პროგრამითა და კონცერტით დაიწყება. ორგანიზატორები რიყის პარკში ორიგინალურ „ფან-ზონას“ გახსნიან, საიდანაც კალათბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დიდ ეკრანზე უყურონ მატჩებს და უგულშემატკივრონ მათ საყვარელ გუნდებს. გარდა ამისა, მათ ელოდებათ გათამაშებები და სპორტული ღონისძიებები.
A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება. მატჩების ტრანსლირება „პირველ არხზე“ მოხდება.
А ჯგუფის შეხვედრების განრიგი:
1 სექტემბერი
15:30 ესპანეთი-ბულგარეთი
18:15 თურქეთი-მონტენეგრო
21:00 ბელგია-საქართველო
3 სექტემბერი
15:30 მონტენეგრო-ბელგია
18:15 ბულგარეთი-თურქეთი
21:00 საქართველო-ესპანეთი
4 სექტემბერი
15:30 ბულგარეთი-მონტენეგრო
18:15 ესპანეთი-ბელგია
21:00 თურქეთი-საქართველო
6 სექტემბერი
15:30 ბელგია-თურქეთი
18:15 მონტენეგრო-ესპანეთი
21:00 საქართველო-ბულგარეთი
7 სექტემბერი
15:30 თურქეთი-ესპანეთი
18:15 ბულგარეთი-ბელგია
21:00 საქართველო-მონტენეგრო
9 სექტემბრიდან „ევრობასკეტი -2022“ პლეი-ოფის სტადიაში გადავა, როცა ჯგუფებიდან გასული გუნდები ბერლინში გაემგზავრებიან.