ნელი ბაჩიაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ცხოვრობს. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა და პლასტილინისგან ფიგურების კეთება. შემდგომში ნელიმ სკულპტურების კეთება თიხისა და თაბაშირისგან დაიწყო, ასევე სამკაულების კეთება ტიხრული მინანქრისგან. ახლა გოგონა ტექსტილზე მუშაობს და უნიკალურ ნივთებს ქმნის. ნელი ახლო მომავალში აპირებს მუშაობა დაიწყოს დიდ ფიგურებზე.