Quentin Moore ბათუმში კონცერტზე გეპატიჟებათ

საავტორო სიმღერებთან ერთად საკონცერტო პროგრამაში შესულია მსოფლიო ჰიტები.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ტეხასელი მუსიკოსის, მულტი-ინსტრუმენტალისტი კუენტინ მურის კონცერტი ბათუმში 31 აგვისტოს გაიმართება.
ღონისძიებას Backdoor Bar უმასპინძლებს. კონცერტი 18:30 საათზე დაიწყება.
Quentin Moore დაიბადა და ცხოვრობს ტეხასში. მისი მუსიკა ძალზე მელოდიურია და გაჯერებულია სოულის, ბლუზისა და ფანკის ელემენტებით. საავტორო სიმღერებთან ერთად მის საკონცერტო პროგრამაში შესულია მსოფლიო ჰიტები.
მურის ალბომი BlackPrivilege შესულია UK Soul Chart-ის საუკეთესო ათეულში, ხოლო მისი სინგლი Natural Sista UK Soul Chart-ში ექვსი კვირის მანძილზე პირველ ადგილზე იყო. Quentin Moore თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორიცაა ჩაკ ხანი, რობერტ გლასპერი, ჯორჯ „ბადი“ გაი და ა.შ.