ყვითელი ამბები

ლეონარდო დი კაპრიოს გული კვლავ თავისუფალია - მსახიობი საცოლეს დაშორდა

Sputnik
47 წლის ლე­ო­ნარ­დო დი ­კაპ­რიო 25 წლის მო­დელს კა­მი­ლა მო­რო­ნეს და­შორ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. წყვი­ლი თით­ქმის შვი­დი წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, მაგრამ ახლა ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი საქმრო ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლია. The sun-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ „ლეომ და კა­მი­ლამ ურ­თი­ერ­თო­ბა ზა­ფხულ­ში და­ას­რუ­ლეს. ისი­ნი ცუ­დად არ და­შო­რე­ბუ­ლან, ეს ბუ­ნებ­რი­ვად ასე მოხ­და“.
ლეომ კა­მი­ლა 2008 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ის მხო­ლოდ 12 წლის იყო. წყვილს ერ­თმა­ნე­თი ალ პა­ჩი­ნომ გა­აც­ნო, მსა­ხი­ო­ბი კა­მი­ლას დე­დას­თან ლუ­ჩია სო­ლას­თან ერ­თად მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.
ლე­ო­ნარ­დომ და კა­მი­ლამ შეხ­ვედ­რე­ბი 2017 წელს და­ი­წყეს, მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ობ­მა მო­დელ ნინა აგ­დალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა. კა­მი­ლამ­დე ლეოს გულ­ში ად­გი­ლი დიდ­ხანს მხო­ლოდ ორ ლა­მაზ­მანს ეკა­ვა – ბრა­ზი­ლი­ელ მო­დელ ჟი­ზელ ბუნდჰენ­სა და მო­დელ ბარ რა­ფა­ელს. ორი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ე­რთო­ბა ლა­მის ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­და.
კა­მი­ლა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ლა­მაზ­მა­ნი ამე­რი­კულ-არ­გენ­ტი­ნუ­ლი ფეს­ვე­ბით, არ­გენ­ტი­ნა­ში და­ი­ბა­და, თუმცა შემდეგ მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ვიდ­ნენ. გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მო­დე­ლე­ბი იყ­ვნენ. მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით მათ ხში­რად იღებ­დნენ რეკ­ლა­მებ­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.
მალე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, და­შო­რე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში კი კა­მი­ლას დე­დამ ლუ­ჩი­ამ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ ალ პა­ჩი­ნოს­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი. ლუ­ჩია მა­შინ 30 წლის იყო, ალ პა­ჩი­ნო 66-ის. წყვი­ლი თით­ქმის 10 წელი ცხოვ­რობ­და ერ­თად, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.