თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთს აღარ აწყობს ჟენევა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი კონტაქტების პლატფორმად და ეძებს მის ალტერნატივებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბერნის მიდგომა სრულად ერწყმის ევროკავშირის მიდგომას სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეფასების საკითხთან დაკავშირებით, ჟენევის როლი, როგორც საერთაშორისო დედაქალაქისა, როგორც შეერთებულ შტატებთან ორმხრივი კონტაქტების პლატფორმისა, მკვეთრად დაეცა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ პლატფორმით და ამიტომ ალტერნატივების ძებნას დავიწყებთ“, — აღნიშნა რიაბკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავდროულად, მისი თქმით, სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ შეერთებულ შტატებთან დიალოგის განახლების ამჟამინდელი კონტექსტი არ არის ყველაზე ხელსაყრელი, თუმცა რუსეთი არც ელოდა გარღვევებს.