მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა მიხაილ გორბაჩოვი

სსრკ-ის ექს-პრეზიდენტს 2 მარტს 91 წელი შეუსრულდა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო– Sputnik. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სსრკ-ის პირველი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости რუსეთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით.
„დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა“, - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
სსრკ-ის ექს-პრეზიდენტს, რომელიც 1990 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა, 2 მარტს 91 წელი შეუსრულდა.