ყვითელი ამბები

ცოტნეა თუ ბერა? - ივანიშვილის ვაჟები ერთმანეთს ტყუპებივით ჰგვანან - ფოტო

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.
Sputnik
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნე საზოგადოებას ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან დაამახსოვრდა. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. სწორედ მისი ფოტოებიდან გაირკვა, რომ მას ხატვის ნიჭი აქვს.
ცოტნე ივანიშვილი ცოტა ხნის წინ 17 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში პარიზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი უფროსი ძმა უტა ცხოვრობს. ბიჭი საოცრად გაიზარდა და მას ბერასგან ვერ გაარჩევთ.
ცოტნეს აქვს ნამუშევრები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია. მან საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა. ივანიშვილის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და მას ამ საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.