ზემო სვანეთში მთის ფერდობზე ხანძარია

ლეხზირის ხეობაში ტყის ქვედა საფარი იწვის.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი ლეხზირის ხეობაში დღეს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, იწვის ტყის ქვედა საფარი.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.
ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.