ხობში 45 წლამდე მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში, პაპანწყვილის ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა სოფელ ხეთაში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ტბაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა და ბანაობისას, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. მამაკაცის ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.