თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში ცხელი, უნალექო ამინდი 3 სექტემბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურამ ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონებში, შესაძლოა, 38-40 გრადუსს მიაღწიოს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.