ყვითელი ამბები

„რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი!..“ - შორენა ბეგაშვილი ფადი ასლის დაუპირისპირდა

Sputnik
მოდელი და მსახობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ფადი ასლის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც მედიასაშუალებებმა აიტაცეს და სადაც ბიზნესმენი ღმერთს სთხოვს, შეცვალოს საქართველო ისე, როგორც მან შორენა შეცვალა.

„ვფიქრობ, კაცს არ უხდება ქალზე ჭორაობა, ბატონო ფადი. ისევ ვიწრო წრეებში გააგრძელეთ ჩემზე ლაპარაკი, როგორც ყოველთვის. ეს ზრდილობიანად და ისე რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, მეტი საქმე არ გაქვს?“ – დაწერა მოდელმა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ამ ამბავს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძეც გამოეხმაურა. როგორც ჩანს, გოგონა მსახიობ ია ფარულავას კომენტარებმაც გააღიზიანა, რომელიც ფადი ასლის უწერდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული შორენას ფოტოს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და საბოლოოდ ის სრულიად სხვანაირად გამოიყურება.
ფადი ასლი ლიბანელი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში წლებია ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ის ცნობილ მსახიობზე ია ფარულავაზე იყო დაქორწინებული.