ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებასთან ხანძარია

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში ავტოქარხნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება „ინფო იმერეთი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუჩქნარსა და ეკალ-ბარდებს უკიდია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.