თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში რთველის დაწყების ფესტივალი Pre-Harvest Fest ხუთშაბათს, 1 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში რთველია — ყურძნის მოსავლის აღება. ამინდისა და კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონებში რთველი სხვადასხვა დროს იწყება.
ფესტივალის მიზანია რთველის დაწყების აღნიშვნა და ასევე საგულდაგულოდ შერჩეული ღვინოების დაგემოვნება.
ქართული ღვინო გამოფენაზე
© photo: Sputnik / Stringer
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გასინჯონ 10-ზე მეტი სახეობის ღვინო, სასიამოვნოდ გაატარონ დრო და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მეღვინეობის ტრადიციების შესახებ.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. მისამართი: სიონის №13.