ყვითელი ამბები

მეი მასკის თქმით, ილონთან სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს

Sputnik
მილიარდერი ილონ მასკის დედამ, მოდელმა მეი მასკმა ცოტა ხნის წინ The Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტეხასში, ილონის სახლში სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს.
ყვითელი ამბები
ილონ მასკი ყოფილ ცოლს „ელფის“ ყურების გაკეთებას უშლის - დეტალები
ილონ მასკი ტეხასში SpaceX-ის სათავო ოფისთან ცხოვრობს.

„ავტოფარეხში მიწევს ძილი. რაკეტების გაშვების ადგილზე მდიდრული სახლი ვერ გექნება", — განაცხადა მეიმ.

მიუხედავად იმისა, რომ მეის ავტოფარეხის შესახებ კონკრეტული დეტალები არ უთქვამს, განაცხადა, რომ ილონი ქონების ფლობითა და მატერიალური ნივთებით არაა დაინტერესებული.