ყვითელი ამბები

„უკვე გაუსაძლისი გახდა... შსს-ც ჩაერია და პრობლემა არ გვარდება“ - მამულიჩას მიმართვა

Sputnik
პროდიუსერი კახა მამულაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ყალბი გათამაშებების შესახებ განმარტებას აკეთებს, ამბობს, რომ გათამაშებებს ის არ მართავს და შეწუხებულია, რომ კიდევ სჭირდება ამის ახსნა.
ყვითელი ამბები
რომანტიკული ჟესტი - მამულიჩამ ლელა წურწუმიას სცენაზე სიმღერისას აკოცა - ვიდეო

„ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა კიდევ ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ, როგორც ვატყობ, უკვე გაუსაძლისი გახდა. რაც შეეხება ამ რაღაც გათამაშებებს. უბრალოდ ვერ ვხვდები, რას ათამაშებთ? 5 წლის წინანდელი ჩვენი ლაივია დადებული და ციფრებს თუ რაღაცებს თამაშობენ ქვემოთ, აძლევენ თავის მონაცემებს. რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, მე არ ვიცი. მილიონი ადამიანი ჩაერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს პრობლემა არ გვარდება“, – შეწუხებულია პროდიუსერი.

მისი თქმით, ყველაზე ადვილია, რომ უბრალოდ არ მიიღონ ამ უაზრო გათამაშებაში მონაწილეობა.

„რაღაც პერიოდი თითქოს მიჩუმდა, ახლა ისევ მიგდებენ ამ გათამაშებებს. არაფრის საქმის კურსში არ ვართ და არასოდეს არანაირ გათამაშებაში არ მიგვიღია მონაწილეობა. რატომ უნდა ითამაშო ვერ ვხვდები, ჩვენ ლაივში საერთოდ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს თქვენ რაღაცებს ათამაშებთ”, – აცხადებს ცნობილი მომღერლის მეუღლე.