ყვითელი ამბები

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან - წყვილი ეგზოტიკურ კუნძულზე ისვენებს

Sputnik
ბოლო თვეების განმავლობაში ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია – წყვილი ერთად რამდენჯერმე გადაიღეს, თუმცა, საზოგადოების აზრით, ისინი მხოლოდ ქალიშვილის გამო ატარებენ ერთად დროს.
და, აი, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოები ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრედლი და ირინა კვლავ ერთად არიან.
მოდელმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის ყოფილ ქმართან ერთად სანაპიროზე ატარებს დროს. როგორც ჩანს, წყვილი ბაჰამის კუნძულებზე იმყოფება. ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, შეიკი და კუპერი ღორებთან ერთად პოზირებენ.