თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (21–28 აგვისტო) კორონავირუსის 13.737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.749.419 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 14.486 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.719.202).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.892 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 76.704 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 70.269 ათასი, PCR–ტესტით – 6.435.
შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 17,91%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 6.586
იმერეთი – 1.742
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.035
კახეთი – 1.022
ქვემო ქართლი – 798
აჭარა – 714
შიდა ქართლი – 684
გურია – 562
მცხეთა-მთიანეთი – 243
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –181
სამცხე-ჯავახეთი – 170
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.