ავარია რიკოთზე: არის მსხვერპლი

ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ტრაილერი ამოტრიალდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავდა.
ავარიის შედეგად ტრასაზე უზარმაზარი საცობი შეიქმნა. ამოტრიალებულმა ტრაილერმა გზა გადაკეტა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე მოძრაობას არეგულირებენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.