ვანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მამაკაცი საკუთარ კაფეში ერთ-ერთმა სტუმარმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტში 39 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარ კაფეში დანით რამდენიმე ჭრილობა ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, კაფეში სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. კაფეს მეპატრონემ მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოჰყვა – იგი მამაკაცს ზურგიდან მიეპარა და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.