ყვითელი ამბები

„ეს ის თურქი ექიმია, თქვენ რომ ჭორაობდით...“ - ვინ დაიპყრო შორენა ბეგაშვილის გული?

Sputnik
შორენა ბეგაშვილის ფრანგული ვოიაჟი გრძელდება. მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალური ქსელის ხელმომწერებს პარიზის სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის ფონზე გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
ცოტა ხნის წინ მოდელმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ყავას, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთად მიირთმევს. ფოტოში შემთხვევით ან გამიზნულად მოხვდა მამაკაცის ხელი, რომელსაც ძვირადღირებული საათი ამშვენებს.
„შავი ხელი ჩანს, ქართველი არ არის“, „ეს ხელის გამოჩენა რაიმე ახალი მოდაა?“, „აპ აპ აპ კიდევ ცოტა და გამოჩნდებოდა. მე მგონია ეს ის თურქი ექიმია, თქვენ რომ ჭორაობდით. ახლა ერთ კვირას თუ კარგად ავჭორავდებით, ხანძრებს დაგვავიწყებენ და გავიგებთ ვინ არის ეს კაცი“, – წერენ სოციალურ ქსელში.