ყვითელი ამბები

„მერე ჩემმა ბიჭმა მითხრა...“ - ლიზა ყენია ამერიკაში კურიერად მუშაობდა

რამდენიმე თვეა, რაც ლიზა ყენია საყვარელ მამაკაცთან ერთად ამერიკაში წავიდა.
Sputnik
მომღერალი ლიზა ყენია თითქმის ერთი წელია ამერიკაში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყენიამ სოციალურ ქსელში ხელმომწერების კითხვების პასუხად განაცხადა, როდესაც ამერიკაში ჩავიდა, თავიდან კურიერად მუშაობდა, თუმცა ახლა, სექტემბრიდან ვოკალის პედაგოგობას იწყებს და ბავშვებს სიმღერას შეასწავლის.

„ოჯახები მიკვეთავდნენ, ვყიდულობდი პროდუქტებს და მიმქონდა. უბრალოდ მერე ჩემმა ბიჭმა მითხრა calm down-ო“, – ამბობს ლიზა.

მომღერლის რჩეული გიორგი რაზმაძეა. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდება და მეგობრებისა და ხელმომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს. ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას შვილი 23 წლის არის და გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, დიზაინერობას და კოსმეტიკის ხაზის მართვასაც ახერხებს.