გორის და ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბები იკეტება

Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქობულეთი–ბათუმის მიმართულების საავტომობილო გვირაბში 30 აგვისტოს 03:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება.
„ასევე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 30 აგვისტოს 24:00 საათიდან 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ამ მიმართულების ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.