ყვითელი ამბები

ბიბი და ვაჩე კალაძეები პიანინოზე უკრავენ - ანუკი არეშიძე ვიდეოს აქვეყნებს

Sputnik
ცოტა ხნის წინ ცნობილმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ვაჟები – ბიბი და ვაჩე პიანინოზე ერთად უკრავენ.
დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ: ბუბუ, ბიბი, ვაჩე და ნიკოლასი. ყველაზე პატარა მათგან 4 სექტემბერს 4 წლის ხდება.
ცნობილი წყვილი პირველ ეტაპზე იტალიაში ცხოვრობდა, სადაც კახა კალაძეს საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც კალაძე პოლიტიკაში მოვიდა, წყვილი საცხოვრებლად თბილისში, მოგვიანებით კი წყნეთში დასახლდა.