თბილისში მეხანძრეები ერთბაშად სამ ხანძარს ებრძვიან - ვიდეო

სამგორში ძლიერი ხანძარია
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია.
ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან და ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
გარდა ამისა, თბილისში ხანძარია ასევე შავნაბადას ტყეში და ავჭალაში. შავნაბადაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო. ავჭალაში კი ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია.