თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2022 წლის ექვს თვეში ხანძრების შედეგად გარდაიცვალა 32 ადამიანი დაიღუპა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
ექვს თვეში სულ მოხდა 5.574 ხანძარი, დაიწვა 195 შენობა.
ხანძრების დროს დაშავდა 98 ადამიანი.
სტატისტიკა არ მოიცავს წლის ყველაზე ცხელ თვეებს - ივლისსა და აგვისტოს, რა დროსაც ხანძრების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელზე მოდის. მაშინ ქვეყანაში 15.222 ხანძარი დაფიქსირდა, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.