საქართველოში დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა

პატიმრის დაკავება გაქცევიდან რამდენიმე საათში მოხერხდა
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამაკაცი იზოლატორის ფანჯრიდან გადაძვრა და მიიმალა. ის გაქცევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
საქართველოში საპატიმროდან გაქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ახლა გაქცეულს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.