თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროს სადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროს სადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით – ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით, ხოლო მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის საშუალებით.
ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ „ისნიდან“ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, ხოლო ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება მეტროსადგურ „ისნიდან“ დასაშვები იქნება ჩაჩავას ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების გამოყენებით.
ბოჭორმის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ თელავის, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების დახმარებით.
სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მიღება მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.