თბილისში ძლიერი ხანძარია - ვიდეო

ტერიტორიაზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების დინება არ წყდება.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ე.წ. აფრიკის დასახლებაში, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ობიექტზე ძლიერი ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ხანძარი დღეს, დილით გაჩნდა.
კვამლი იმდენად მაღალია, რომ ის ქალაქის შორეული რაიონებიდანაც მოჩანს.
თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების დინება არ წყდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იწვის სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.