Sputnik-სა და РИА Новости-ზე მძლავრი DDoS-შეტევა მოგერიებულია

მედიაჯგუფი Россия сегодня-ს ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მუშაობდნენ იგივე ჰაკერები, რომლებიც Sputnik-ისა და РИА Новости-ს გატეხას ადრეც ცდილობდნენ.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. РИА Новости-სა და Sputnik-ის ფლაგმანურმა რესურსებმა საზღვარგარეთიდან მძლავრი DDoS-შეტევა მოიგერიეს, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. ამის შესახებ РИА Новости-ს მედიაჯგუფი Россия сегодня-ს ტექნიკურმა სპეციალისტებმა განუცხადეს.
„შეტევა გუშინ, 18 საათის შემდეგ დაიწყო. ამჟამად შეტევის ყველა მიმდინარე ვექტორი კუპირებული ან ნიველირებულია. შეტევა ბევრი ქვეყნიდან განხორციელდა, მათ შორის, ძირითადი წყაროებიდან – აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და ტაილანდი. ბევრი იყო რუსეთიდანაც, დიდი ალბათობით, შეეძლოთ რომელიმე რუსული ღრუბლის სერვისის გატეხა“, – განაცხადა მედიაჯგუფის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ისევ ის ჰაკერები მუშაობდნენ, რომლებმაც უკვე სცადეს РИА Новости-სა და Sputnik-ის რესურსების გატეხა გასულ ჯერზე.

„მუშაობდნენ დაახლოებით იმავე სქემით, მაგრამ უფრო ღრმად, დახვეწილად, უფრო მომზადებულად წინა მცდელობების გათვალისწინებით, განაწილებულად და ბევრი ვექტორით. შეტევა მიდიოდა არა მარტო ჩვენს ფლაგმანურ ვებ-რესურსებზე, ძირითადი მიზანი იყო, რომ მედიაჯგუფის მთელი IT ინფრასტრუქტურა, მისი გარე და შიდა სერვისები და საინფორმაციო სისტემები შრომისუუნარო გამხდარიყო“, – განაცხადა მან.
თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში РИА Новости-სა და Sputnik-ის ვებ-გვერდებზე მასირებული შეტევა განხორციელდა მთელ მსოფლიოში ჯგუფი Anonymous-ის მიერ რუსეთისთვის კიბერომისა და IT სფეროში დასავლეთის სანქციების გამოცხადების ფონზე, მაგრამ ყველა მცდელობა მედიაჯგუფის სპეციალისტების მიერ იქნა მოგერიებული.