ყვითელი ამბები

სილვესტერ სტალონეს 25-წლიანი ქორწინება დამთავრდა - მიზეზი ფინანსებია

Sputnik
მსახიობი სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
მასმედიის ცნობით, განქორწინების განცხადება 54 წლის ჯენიფერმა შეიტანა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ სტალონემ ოჯახისგან ფინანსური აქტივები დამალა.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 76 წლის სტალონემ მკლავზე ამოსვირინგებული მეუღლის პორტრეტი ძაღლის თავის ტატუდ გადაიკეთა.
სილვესტერ სტალონე სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი საშა ზაკია. ქორწინებამ 11 წელი გასტანა. მსახიობს ორი ვაჟი შეეძინა. ერთი გარდაიცვალა 36 წლის ასაკში გულის შეტევით. სილვესტერის მეორე ვაჟს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.
მეორე მეუღლეა ბრიჯიტ ნილსენი. ურთიერთობა მოდელთან არ იყო ხანგრძლივი. მათ ერთად მხოლოდ ორი წელი იცხოვრეს. მესამედ სტალონემ ჯენიფერ ფლავინზე იქორწინა 1997 წელს. მოდელი 22 წლით ახალგაზრდაა მსახიობზე. ჯენიფერმა სამი ქალიშვილი გააჩინა.