ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილი პარიზიდან ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს - მოდელი თეთრ სამოსში ბრწყინავს

Sputnik
მოდელი შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან - ევა ბარბაქაძესთან ერთად ევროპაში მოგზაურობს. დედა-შვილი ამჟამად პარიზს ათვალიერებს. ცოტა ხნის წინ ისინი ერთ-ერთ ცნობილ კაფეში იმყოფებოდნენ და პირველად დააგემოვნეს ლოკოკინა.
ამჯერად შორენა ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს. მოდელს განსაკუთრებით უხდება თეთრი ფერის კლასიკური სამოსი.
ბეგაშვილმა ამ ზაფხულს ნამდვილი „ლაქშერი“ დასვენება მოიწყო. ზაფხულის დასაწყისში ჯერ მალდივის კუნძულებს სტუმრობდა, შემდეგ ესპანეთში გადაინაცვლა და ახლა რამდენიმე კვირაა პარიზში ცხოვრობს.