ქეთა თოფურია ქმართან ერთად კახეთში ისვენებს - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
ჯგუფ A'Studio-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია საქართველოში იმყოფება და ამჯერად კახეთს სტუმრობს. მომღერალმა უახლესი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ამჟამად მეუღლესთან, ბელარუს ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად კახეთშია.
ქეთას ლევ დენგოვი გასულ წელსაც ჰყავდა კახეთში და, როგორც ჩანს, ლევს მოეწონა იქაური გარემო.
ყვითელი ამბები
ქეთა თოფურია ორსულობას კვლავ მალავს? - ფოტოები
როგორც წესი, ზაფხულს ქეთა, ევროპული კურორტების მოვლის შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში, წყნეთის აგარაკზე ატარებს.
ის და ლევ დენგოვი ორი წლის წინ დაქორწინდნენ, პანდემიის პერიოდში მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს და რამდენიმე თვეში ვაჟი - ადამიც შეეძინათ, რომლის სახესაც ქეთა ამ დრომდე არ აჩენს.