ტელეწამყვანი ნელი აგირბა აცხადებს, რომ ძალიან უნდა სოფლად ცხოვრება, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს ამის გამოცდილება.
„ძალიან მინდა ვიყო სოფლელი, დიდი ხანია ეს სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ მყოფნის გამბედაობა, გამოცდილება, შნო, სოფლელი რომ გავხდე. ქალაქელობა ბევრად ადვილია“, – ამბობს ტელეწამყვანი.
ნელი აგირბას საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა და საინფორმაციო გადაცემასაც უძღვებოდა. ბოლო დროს კი სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ხელმომწერებს იქ უზიარებს.