მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარია

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით სამ ჰექტარზე გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, ცეცხლი ფერდობზე ბალახს უკიდია. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკა.
მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
თბილისში ძლიერი ხანძარია – ვიდეო>>
მასმედიის ინფორმაციით, იწვის დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობი. ცეცხლი რამდენიმე საფლავზეც გადავიდა.