ყვითელი ამბები

პირველად უმაკიაჟოდ და ბუნებრივი ხვეული თმით - მეგან მარკლის ახალ ფოტოს განიხილავენ

Sputnik
ინტერნეტში მოულოდნელად გავრცელდა მეგან მარკლის ახალი ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, „ზუმში“ პრივატული საუბრის დროს არის გადაღებული.
უფრო კონკრეტულად კი ეს არის პატარა კადრი ვიდეოდან, რომელიც ქსელში შემთხვევით გაიპარა. ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ მეგანი პირველად გამოჩნდა მაკიაჟის გარეშე, თანაც ახალი ვარცხნილობით. გაირკვა, რომ მეგანს ხვეული თმა აქვს და ის ძალიან უხდება. მეტიც, ახალ ფოტოებზე ის ბუნებრივად ლამაზი და მომხიბვლელია.