მსოფლიო დღეს

მაკრონმა IAEA-ს მისიისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიიღო

Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ საფრანგეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების მომავალი მისიისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ალჟირში ვიზიტისას.

„ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი მისიისთვის, რაც ხელს შეუწყობს სადგურის დაცვას“, — აღნიშნა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის მთელი ზაფხულის განმავლობაში ეკონტაქტებოდა IAEA-ს, ასევე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, რათა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს სადგურების დაცვა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.
მანამდე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ IEAE-ს ვიზიტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლოა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შედგეს. IEAE-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, მისია სადგურს „უახლოეს დღეებში ეწვევა“.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტიდან აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ზაპოროჟიეს პრორუსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგულარული სროლების გამო შესაძლოა სადგურის მუშაობა შეაჩერონ.