ყვითელი ამბები

თაკო ტაბატაძის ფოტოებმა პლაჟიდან სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

Sputnik
მსახიობი თაკო ტაბატაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს. უმშვენიერესი მსახიობი სოციალურ ქსელებში საკუთარ ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ახალ ფოტოებს.
ამჯერად მან გამოაქვეყნა პლაჟზე გადაღებული ფოტო ზღვის ხედით. ფოტომ ხელმომწერების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „თაკო, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ“, „რა ლამაზი ხარ“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
მსახიობის პირადი ცხოვრება რამდენიმე თვის წინ მოექცა ყურადღების ქვეშ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის და მსახიობი გია ბაღაშვილი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ და თაკო ცნობილ ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილს, იგივე „სპანდერას“ ხვდება.