ისანში „სპარის“ მაღაზია დააყაჩაღეს

ბოროტმოქმედებმა მაღაზიიდან სეიფის წაღება მოახერხეს
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარი“ რვა პირმა დააყაჩაღა, წაღებულია 8 ათასი ლარი, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, რვავე პირი უნიღბოდ იყო და ისინი 20 წლამდე ასაკის მამაკაცები იყვნენ. მათ მაღაზიიდან სეიფი წაიღეს, რომელშიც ნავაჭრი იყო. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.
პოლიციამ ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.