ყვითელი ამბები

დალი ჩიტალაძე გალა გასვიანთან ერთად გრიგოლეთიდან უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
მოდის ბლოგერმა დალი ჩიტალაძემ გრიგოლეთიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარა გალაკტიონ, იგივე გალა გასვიანთან ერთად პოზირებს.
როგორც ჩანს, ცნობილი მოდის ბლოგერი ზღვისპირეთში დასვენებისას ცნობილ მსახიობს და ტელეწამყვან გიორგი გასვიანს შეხვდა, რომელიც ასევე გრიგოლეთში ისვენებს.
პატარა გალა სულ რამდენიმე თვეა მოევლინა სამყაროს, თუმცა პოპულარობას ძალიან სწრაფად იხვეჭს.