ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძე ჰარვარდში ისწავლის - დიზაინერი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

Sputnik
დიზაინერი ანუკი არეშიძე ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში ისწავლის. ამის შესახებ დიზაინერმა თავად ამცნო ერთგულ ხელმომწერებს და ბიზნეს-სკოლიდან დადებითი პასუხით მოსული წერილი გაუზიარა.
ბიზნეს-კურსი ონლაინ ფორმატისაა, ამიტომ ანუკის საქართველოს დატოვება ამის გამო არ მოუწევს და, სავარაუდოდ, ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გააგრძელებს – იმუშავებს ქალის ტანსაცმლის ხაზზე და პარალელურად ტანისამოსს შექმნის ბავშვებისთვის, რაც ცოტა ხნის წინ წამოიწყო.
ანუკი არეშიძე დაახლოებით 15 წელია დაქორწინებულია ცნობილ ვეტერან ფეხბურთელ კახა კალაძეზე და ახლა უკვე მოქმედ თბილისის მერზე. წყვილი ოთხ ვაჟს ზრდის.