ტურისტები ანაკლიას ტოვებენ

ქუჩაში გასვლა სათვალისა და დამცავი პირბადის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდის რაიონში, ანაკლიაში ძლიერმა ქარმა ქვიშის ნისლი გამოიწვია.
ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა კურორტის დროებით დატოვება გადაწყვიტა. ქვიშის ნისლი ართულებს ხილვადობას და შეუძლებელს ხდის გადაადგილებას ავტომობილით. ქვიშამ დაფარა ღია ტიპის კვების ობიექტები და მაღაზიები.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქუჩაში გასვლა სათვალისა და პირბადის გარეშე შეუძლებელია.
ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე სიცხე და ქარი 27 აგვისტომდე შენარჩუნდება.