მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო უკვე ექვსი დღეა ბორჯომის ტყეებში ხანძრის ახალი კერები ჩნდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძიმე ტექნიკის გამოყენებით თითქმის ყველა კერამდე მიაღწია.
ტყის ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ ზორეთს შორის. მის ჩაქრობაში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა ტიპის სპეც-ტექნიკა, მათ შორის დრონები.
1 / 10
მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია მალე მოხდება